1. პროექტის სახელი: საბანკო ოპერაციების გამოყენება
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროცენტებზე მოქმედებების ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში.კერძოდ , საბანკო ოპერაციების წარმოებისას.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის კვლევა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით: ა) მათემატიკის გამოყენება ჩემი და ჩემი გარემოცვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. (თვითდაკვირვება, დაკვირვება სხვებზე, ინტერვიუები, იკვლევენ, რომელ მათემატიკურ ჩვევებს ფლობენ ადამიანები). ბ) მათემატიკის გამოყენება ზოგადად, სხვადასხვა პროფესიის ადამინთა ცხოვრებაში. (ინტერნეტი, პრესა, ინტერვიუები, წიგნები). გ)მათემატიკური სტატისტიკა. (დაკვირვება, გრაფიკების, ცხრილებია და დიაგრამების აგება).
4. მონაწილეთა ასაკი: 13-14
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2010-2011ს/წ (ერთი თვე)
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სტატისტიკის განხორციელება კლასში: დიაგრამების აგება, მასალების მოძიება ინტერნეტის გამოყენებით, ინტერვიუს აღების მეთოდით საკითხში ჩაღრმავება, დისკუსიის გამართვა, ბლოგების შექმნა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან ინტერვიუს აღებას, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. პროდუქტები: პრეზენტაცია, დიაგრამების, ცხრილების, გრაფიკები, ბლოგი.
8. სარგებელი სხვებისათვის: მათემატიკის პრაქტიკული გამოყენება და უნარ-ჩვევათა გამომუშავება მოსწავლის მიერ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან:
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა, მათემატიკა, ეკონომიკა, ისტ.
12. პროექტის ფასილიტატორი: ინგა ევგენიძე
13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა:evgenidzeinga72@gmail.com
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://evgenidzeinga72.blogspot.com/